|
დასახელება:
მაღაზიის მოლარე
|
| მომწოდებელი:
ალტა
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისთ ფოინთი
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
** ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის)
** სალაროს წარმოება;
** მომხმარებლის უნაღდო ანგარიშსწორება;
** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
** დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასურველია;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/iaCqjZr
|
|
|
|