|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
"ტერაბანკში" მძღოლს ვეძებთ
შენი მოვალეობა იქნება:
** თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა თბილისსა და რეგიონებში
** საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის კურიერული მიწოდების უზრუნველყოფა
** ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის კონტროლი
ეს პოზიცია შენთვისა, თუ:
** გაქვს მანქანის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, ამასთან, მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** გაქვს მართვის მოწმობა: მინიმუმ B კატეგორია
** ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე
** ხარ პასუხისმგებლობიანი და შეგიძლია სტრესულ გარემოში მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მძღოლი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 მარტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|