Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Esquisse Boutique Hotel Telavi
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"Esquisse Boutique Hotel Telavi" - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.

სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

"Esquisse Boutique Hotel Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.

"Esquisse Boutique Hotel Telavi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.

როლის მოკლე მიმოხილვა:

ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, ენერგიულ და უნივერსალურ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს სრული კომერციული მიმართულების მართვაზე — ოთახების, ღონისძიებების, კორპორატიული გაყიდვების ჩათვლით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ოთახების გაყიდვების ზრდა და დატვირთვის (Occupancy) მაქსიმიზაცია
** კორპორატიული და ტურისტული სეგმენტების განვითარება
** ღონისძიებებისა და საბანკეტო მიმართულების გაყიდვების მართვა
** ახალი კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი პარტნიორობების ჩამოყალიბება
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება
** ფასებზე მოლაპარაკება და შემოსავლის ზრდის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** სასტუმროს გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** მოლაპარაკების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიული მუშაობის სტილი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@esquisse-hotel.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე