Робота для біженців з України
მებაღე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "თაბორი რიზორთსი" აცხადებს ვაკანსიას სწავლული მებაღის პოზიციაზე, ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების ზამთრის/დახურულ ბაღში სამუშაოდ.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების მოვლა და მათი ნორმალური განვითარების უზრუნველყოფა (მორწყვა, გასხვლა, გამოკვება, ფორმირება)
** არსებულ მცენარეთა ბიოლოგიის და მოვლის თავისებურებების, აგროტექნიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დოკუმენტირება და მოვლის ღონისძიებების კალენდარული გეგმის შემუშავება
** ნიადაგის მდგომარეობის კონტროლი და გაუმჯობესება
** სასუქებისა და მცენარეთა მოვლის/დაცვის საშუალებების მართებული შერჩევა და სწორად გამოყენება
** მავნებლებისა და დაავადებების დროული იდენტიფიცირება და მართვა
** მცენარეების გადარგვა და აკლიმატიზაციის პროცესის უზრუნველყოფა
** სარწყავი სისტემების მონიტორინგი და გამართული ფუნქციონირების კონტროლი
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დახურული გრუნტის პირობებში ტროპიკული ან სუბტროპიკული მცენარეების მოვლის 3-5 წლიანი გამოცდილება
** მებაღეობის სფეროში უმაღლესი ან პროფესიული განათლება (აგრონომიული, ბიოლოგიური ან მონათესავე მიმართულებით)
** უცხო ენების ცოდნა: რუსული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** მცენარეთა სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელი მიკროკლიმატის მართვის პრინციპების ცოდნა (ტემპერატურა, ტენიანობა, განათება)
** სარწყავი სისტემების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სარეკომენდაციო წერილი (სასურველია)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
** ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
** გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა
** პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სამუშაო გარემო

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე