Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703949&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების აგენტი/B2B
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/B2B
მომწოდებელი: Geosm
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
საკანცელარიო კომპანია Geosm აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე B2B მიმართულებით. ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიებას და არსებული კლიენტების ეფექტურ მართვას.

ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (გაყიდვების შედეგების მიხედვით)
პოზიციის შესახებ

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და შეხვედრების ორგანიზება
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული შეთავაზებების მომზადება
** კლიენტთა პორტფელის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** შეკვეთების კოორდინაცია და შემდგომი კონტროლი
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო)
** B2B გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და დამუშავების უნარი
** MS Office პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook და სხვა საოფისე პროგრამები)
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და შედეგზე ორიენტაცია

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + შედეგზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ზრდის პერსპექტივას კომპანიის ფარგლებში

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე. office@geosm.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია