Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 20000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურებას.

"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე.

ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში არაუმეტეს 40 საათის

კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში;

ძირითადი მოვალეობებია:

** კომპანიის მომსახურებაზე მყოფი ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
** არსებული დარღვევების დაფიქსირება/რეესტრის წარმოება;
** პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel/Word ცოდნა;
** სუპერმარკეტების ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: bilioni.hr@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ბილიონი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე