Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703925&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების წარმომადგენელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 20000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურებას.

"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე.

ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში არაუმეტეს 40 საათის

კომპანია"ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა
** პროდუქციის/სერვისის პრეზენტაცია
** გაყიდვების განხორციელება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება
** გაყიდვების გეგმების შესრულება

პიროვნული უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი - მკაფიო, დამაჯერებელი და პროფესიონალური საუბარი სხვადასხვა ტიპის კლიენტთან.
** აქტიური მოსმენა - კლიენტის რეალური საჭიროების სწორად გაგება და არა მხოლოდ პასუხის გაცემა.
** პრეზენტაბელურობა და კომპანიის იმიჯზე ზრუნვა.
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - დროული რეაგირება და ვალდებულებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel/Word ცოდნა;
** სუპერმარკეტების ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: bilioni.hr@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გარე გაყიდვების წარმომადგენელი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ბილიონი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია