Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Best Western Gudauri
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
სასტუმრო "ბესტ ვესტერნ გუდაური" აცხადებს ვაკანსიებს მიღება- განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"ბესთ ვესთერნ გუდაური" არის ერთადერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო სამთო-სათხილამურო კურორტზე დაბა გუდაურში. სასტუმრო, არის 63 ნომრიანი. ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორანი, რომელიც განაწილებულია ორ სართულზე და იტევს მინიმუმ 200 ადამიანს.

სამუშაო გრაფიკი: 26 დღე თვეში
სამუშაო ადგილი: გუდაური
საჭირო თანამშრომლის რაოდენობა: 2

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები, სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

* სტუმრების მიღება-განთავსება;
** სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება;
** ანგარიშსწორების წარმოება და დოკუმენტაციას მომზადება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ელ.ფოსტის შემოწმება;
** ჯავშნების მიღება;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების და წესების დაცვა;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

*სასტუმრო უზრუნველყოფს: საცხოვრებელს. კვებას და სამედიცინო დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 25 მარტამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@bestwesterngudauri.com

წარმატებებს გისურვებთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე