Робота для біженців з України
ადმინისტრაციული დირექტორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული დირექტორი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ რუსთავში, ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
მდებარეობა: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციაში შემავალ სტრუქტურული ერთეულების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა და მხარდაჭერა;
** საოფისე და საწარმოო ადმინისტრაციული პროცედურებისა და სისტემების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;
** დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილებებიდან რეპორტების გამოთხოვა, ანალიზი და შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების გაცემა;
** კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლებისგან მიღებული განცხადებებისა და მეილების განხილვა და დროული უკუკავშირი;
** შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;
** საოპერაციო ხარჯების მონიტორინგი და მართვა, შემცირების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის მატერიალური ფასეულობების (მარაგების და ძირითადი საშუალებების) ინვენტარიზაციების ჩატარებისა და ნაშთების გასწორების კონტროლი;
** კომპანიის შიდა გამოყენებისთვის ჩამოწერილი მასალების კონტროლი;
** საქონლის უკან დაბრუნებასთან და ზედნადების კორექტირებასთან დაკავშირებული დასტურების გაცემა კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** იმ ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რაც კონკრეტულად არ არის გაწერილი მოცემული პუნქტით, თუმცა არსობრივად დაკავშირებულია დასაქმებულის უფლება-მოვალეობებთან და თანამდებობრივად მის დაქვემდებარებაში მყოფ საკითხს მიეკუთვნება;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის მოტივაციისა და ლიდერობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირების და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ადმინისტრაციული დირექტორი რუსთავში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე