Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703917&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
შპს ავერსი-ფარმა აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: 9:00 - 18:00
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე
ფორმატი: საოფისე (ადგილზე)
სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი; ალ.ყაზბეგის 16

** მომხმარებელთა ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა მაღალი სერვისის სტანდარტით;
** მედიკამენტებისა და არამედიკამენტების პროდუქტების შესახებ დეტალური და საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის;
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტისთვის;
** მომხმარებელთა უკმაყოფილების ან პრობლემების ოპერატიული და პროფესიონალური მართვა;
** ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

მონაცემთა მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია მომხმარებელთა მომსახურების ან ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის ზოგადი უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარები; პრობლემური შემთხვევების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);557 577442

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 16.03.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/EPIF9YQVOA
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია