Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703902&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: Tempo Construction
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"Tempo Construction" ვაკანსიას აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

Tempo Construction — სამშენებლო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქ. ბათუმში და ახორციელებს ორ მასშტაბურ პროექტს: Queen`s Residence და Serenade by Tempo ქალაქის პრესტიჟულ უბანში, ახალი ბულვარის მიმდებარედ.
გვსურს ჩვენს მზარდ გუნდს შემოუერთდეს კვალიფიციური და მონდომებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სამშენებლო ობიექტების უსაფრთხოებას, მონიტორინგს და რეგულაციებთან შესაბამისობას.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მხარდაჭერა და დავალებების შესრულება;
** სამშენებლო ობიექტებზე ყოველდღიური უსაფრთხოების ინსპექტირება;
** უსაფრთხოების რისკების შეფასება და მათი პრევენციისთვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;
** შრომის ინსპექციის რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლი (ხელმძღვანელთან ერთად);
** ინციდენტების აღმრიცხველი დოკუმენტაციის შედგენა;
** თანამშრომლების და ქვეკონტრაქტორების ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების სტანდარტებზე;
** უსაფრთხოების აღჭურვილობის (PPE) მართვა და გამოყენების მონიტორინგი;
** უსაფრთხოების ტრენინგების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში ჩატარება;
** დოკუმენტაციის წარმოება და განახლებადი ჩანაწერების მართვა.

მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სექტორში);
** შესაბამისი სერტიფიკატი ან განათლება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** სწრაფი რეაგირების, ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის მაღალი უნარი;
** დოკუმენტაციასთან და რეპორტინგთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და თანამედროვე სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე:hr@tempoholding.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არაუმეტეს 6 თვისა და შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა პოზიციების შესაფასებლად.
"ტემპო ქონსთრაქშენი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია