Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703891&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი/საოფისე ასისტენტი, იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი/საოფისე ასისტენტი, იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ტექნიკოსი/საოფისე ასისტენტი (ტექნიკური მიმართულება)

სამუშაოს აღწერა:

პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ტექნიკური და საოფისე პროცესების მხარდაჭერას, დოკუმენტაციის მართვასა და ფინანსური დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის ტექნიკური ინვენტარის აღრიცხვა, კონტროლი და განახლება;
** საოფისე და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და სისტემატიზაცია;
** ინვოისების მომზადება და შესაბამისი მონაცემების დამუშავება;
** ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან კომუნიკაცია ტექნიკურ საკითხებზე;
** შიდა ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული და ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ფიზიკა-მათემატიკური ან ეკონომიკური განათლება;
** ტექნიკურ სამსახურში სამუშაო გამოცდილება;
** კანდიდატის ასაკი: სასურველია 30 წლამდე;
** ბუღალტერიის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

2. იურისტი

სამუშაოს აღწერა:
იურისტი უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის დოკუმენტაციის მომზადებას, სამართლებრივ კონსულტაციას და კომპანიის ინტერესების წარმოდგენას შესაბამის ორგანოებთან.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და ანალიზი;
** შიდა სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
** მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
** იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** კანდიდატის ასაკი: 40 წლამდე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებული და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება:

ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV/Resume) ელექტრონულ მისამართზე: holyhill69@yahoo.com. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია