Робота для біженців з України
ობიექტის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის ზედამხედველი
მომწოდებელი: Renovo
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
კომპანია "რენოვო" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, მოსაპირკეთებელი მასალების ექსკლუზიური პირობებით შეძენას, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას, უმაღლესი ევროპული ხარისხის ავეჯის, განათების, კარის და აქსესუარების შერჩევას, მიწოდებას და მოწყობას.

კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალში შედის საქართველოში არსებული თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო და უმსხვილესი ქართული დეველოპერული კომპანიები.

ჩვენ გვსურს, რომ "რენოვო" იქცეს ხარისხიანი მშენებლობის ერთგვარ საზომ ერთეულად, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმართ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

კომპანია "რენოვო" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე:

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბონუსე სისტემას შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

** ყოველდღიურ რეჟიმში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
** შემუშავებული ფორმის მიხედვით სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ანგარიშის (რეპორტინგი) წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მისი გამოსწორება და დამკვეთისთვის ჩაბარება;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე არსებული დროებითი საწყობის კონტროლი და გახარჯულ მასალათა აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე დაქირავებული დღიური დამხმარეებისთვის დავალებების მიცემა და კონტროლი;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე დაქირავებული ხელოსნების დისციპლინის კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@renovo.ge არაუგვიანეს 2026 წლის 23 მარტისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ობიექტის ზედამხედველი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე