Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703883&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
სს "wizer დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის შეფასება და სადაზღვევო დაფარვებთან/ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენა;
** გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური შემთხვევების მართვა;
** საგარანტიო წერილებისა და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის ადმინისტრირება;
** კლინიკების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანალიზი, გადამოწმება და დამუშავება;
** კლინიკებთან და დაზღვეულ პირებთან ეფექტური და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭება გინეკოლოგიური მიმართულების სპეციალისტს)
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესული გარემოს მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: წერეთლის 138, მედკაპიტალის შენობა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30- 18:30.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@wizer.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "wizer დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@wizer.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "wizer დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "wizer დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია