|
დასახელება:
პრისეილერი, სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
ელიტფუდი
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია "ელიტფუდი" რომელიც გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.elitefood.ge FB:www.facebook.com/elitefoodgeorgia
კომპანია "ელიტფუდი" აცხადებს ვაკანსიას: პრისეილერის (სამეგრელო-გურიის რეგიონი) და სუპერვაიზერის (იმერეთი-სამეგრელო-გურია) თანამდებობაზე.
1.პრისეილერი (სამეგრელო-გურიის რეგიონი):
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
მაღალ საბონუსე სისტემას
გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
სამოტივაციო ბონუსს
ანაზღაურება 2500 დან 2800 ლარი
საწვავის ხარჯს სრულად ანაზღაურებს კომპანია
სამუშაო საათები : სრული განაკვეთი (კვირა დასვენება)
ოფისის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე და რეგიონში მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება;
** სამეგრელო-გურიის რეგიონის კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (ბუნებრივ აირზე მომუშავე აუცილებელია);
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად).
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე;
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
2.სუპერვაიზერი (მენეჯერი)
კომპანია სთავაზობს შემდეგ პირობებს:
მაღალ საბონუსე სისტემას
გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
სამოტივაციო ბონუსს
ანაზღაურება 2500 დან 3500 ლარი
საწვავის ხარჯს სრულად ანაზღაურებს კომპანია
სამუშაო საათები : სრული განაკვეთი (კვირა დასვენება)
ოფისის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წელი გამოცდილება;
** იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რაიონების კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად).
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების დინამიკური ზრდა;
** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
** გეგმების შესრულების კონტროლი;
** თანხის ამოღების კონტროლო;
** დაბრუნებების კონტროლი;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება;
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით, მხოლოდ სამუშაო საათებში : 571 57 10 10
cv გამოაგზავნეთ: elitefood222@gmail.com-ზე ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).
|
|
|
|