Робота для біженців з України
Senior Backend Developer
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Senior Backend Developer
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 550-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში Senior Backend Developer-ის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება TypeScript/Java Script პროგრამირების ენის და NodeJS-ის გამოყენებით;
** პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის შემუშავება, კოდის წერის პროცესის აღსრულება და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა;
** სუფთა, ეფექტური და სრულად დოკუმენტირებული კოდის წერა;
** პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის და ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა, სისტემის ფუნქციონალისა და სტრუქტურის დაგეგმვაში მონაწილეობა, თანამედროვე დიზაინის პრინციპების გამოყენება აპლიკაციის სტაბილურობისა და სკალირებადობის უზრუნველსაყოფად;
** ვერსიის კონტროლის სისტემებს (მაგ: Git-ს) გამოყენება კოდის სამართავად და სხვა დეველოპერებთან ეფექტურად თანამშრომლობისთვის;
** მონაწილეობა კოდის განხილვაში და გუნდის წევრებთან კონსტრუქციული უკუკავშირის გაწევა; კოდის წერის სტანდარტის დაცვა და კოდის მაღალი ხარისხის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** არსებული კოდის ოპტიმიზაცია და რეფაქტორინგი, პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის, სტრუქტურის ან/და იმპლემენტაციის გაუმჯობესების მიზნით;
** კოდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კოდის წერის უსაფრთხო სტანდარტის დანერგვა და უსაფრთხოების პროცესის მონიტორინგი, პოტენციური დაუცველობის იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით;
** პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების (Bugs) იდენტიფიცირება და გადაჭრა საფუძვლიანი Debugging-ის პროცესის უზრუნველყოფით;
** მობილური, ვებ და სისტემური აპლიკაციების მუშაობის მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური მხარდაჭერა და მომსახურება, ხარვეზების იდენტიფიცირება, შესრულების (Performance) გაანალიზება და სისტემის ოპტიმიზაცია მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
** მრავალფუნქციურ გუნდებთან, მათ შორის პროდუქტის მფლობელთან, ანალიტიკოსებთან, ტესტერებთან, დიზაინერებთან და სხვა დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** NodeJS-ს დეველოპმენტის პროცესის უახლეს ტენდენციების, საუკეთესო პრაქტიკებისა და ხელსაწყოების გაცნობა, დეველოპმენტის პროცესისა და კოდის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** Unit და Integration ტესტების დაწერა, ფუნქციონალის ტესტირების ფაზაში აქტიური ჩართულობა, კოდის სტაბილურობის, ხარისხის და მუდმივი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი კომპიუტერული, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ქსელები და სისტემები, ტელეკომუნიკაცია, მათემატიკა);
** სასურველია 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება NodeJS დეველოპმენტში. TypeScript/JavaScript პროგრამირების ენების და NodeJS მოდულების ღრმა ცოდნა;
** არარელაციური მონაცემთა ბაზების და ინსტრუმენტების (MongoDB) ცოდნა;
** რელაციური მონაცემთა ბაზების ცოდნა;
** საურველია Front-End ტექნოლოგიების (HTML, CSS, React) ცოდნა;
** ვერსიის კონტროლის სისტემების ცოდნა (მაგ., Git);
** პაკეტის მენეჯერების ცოდნა (მაგ., npm);
** კოდის სტატიკური ანალიზის ხელსაწყოების ცოდნა (მაგ., VeraCode, SonarQube);
** მონიტორინგის ხელსაწყოების ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის პრინციპების, დიზაინის შაბლონების და მათი პრაქტიკაში გამოყენების ცოდნა;
** პრობლემების გადაჭრისა და გამართვის კარგი უნარები, რთული ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** კოდის საფუძვლიანად მიმოხილვის უნარი, კოდის ხარისხის უზრუნველსაყოფად, საუკეთესო პრაქტიკის დაცვის და შენარჩუნების შესაძლებლობა;
** გამოცდილება Unit ტესტების, ინტეგრაციის ტესტების და ავტომატური ტესტების შექმნის და ფრეიმვორქების კუთხით;
** კოდის ოპტიმიზაციის ცოდნა, პროფილირების ხელსაწყოებისა და ტექნიკის ცოდნის ჩათვლით;
** CI/CD პაიპლაინების და ხელსაწყოების (მაგ., Jenkins) ცოდნა ავტომატური აგების, ტესტირებისა და განლაგებისთვის.

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Senior Backend Developer"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 მარტი 2026 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე