Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703836&print=yes&view=jobs
 
წარმოების პროცესების და ადმინისტ. ოპერაციების კოორდინატორი - ავჭალა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების პროცესების და ადმინისტ. ოპერაციების კოორდინატორი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "ელთიბი" — საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 21-წლიანი გამოცდილებით, მკაფიო სტრატეგიული ხედვითა და სტაბილური განვითარების ტრაექტორიით — ეძებს წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორს კომპანიის ერთ-ერთ საწარმოო მიმართულებაში — სამღებრო პალიტრის საწარმოში.

პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელიც ხედავს საკუთარ თავს მზარდ ორგანიზაციაში, მზად არის პასუხისმგებლობის აღებისთვის და სურს ჩართულობა რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ პროცესებში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამღებრო პალიტრის საწარმოში მიმდინარე წარმოების პროცესების ყოველდღიური კოორდინაცია;
** საწარმოო და ადმინისტრაციულ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ნაკადების, ვადებისა და ოპერაციული პროცესების მონიტორინგი;
** შიდა ოპერაციული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების ორგანიზება;
** საოპერაციო და ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერა;
** პროცესების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული.

საკვალიფოკაფიო მოთხოვნები:

** ოპერაციული და ადმინისტრაციული კოორდინაციის მიმართულებით გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარები;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას ავეჯის ინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში, მკაფიო განვითარების სტრატეგიით;
** პროფესიული ზრდისა და გრძელვადიანი კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე (CV) vacancy@ltb.ge

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება; "წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია