Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703834&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"პრემიუმ ლიზინგი"მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტობაზრობის ტერიტორიაზე გადაადგილება და პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქტების შესახებ;
** დაინტერესებული მომხმარებლების ფილიალში გადამისამართება;
** მომხმარებლების ქცევებზე, ინტერესებზე დაკვირვებით რჩევებისა თუ იდეების ხელმძღვანელობისთვის გაზიარება.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიურ ბონუსი თითოეული გაცემული სესხიდან;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, ავტობაზრობა

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,

** შედეგზე ორიენტირებულს, აქტიურს;
** დახვეწილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებით;
** ვისაც ადამიანებთან კომუნიკაცია უყვარს;
** გაყიდვების სფეროში უმუშავია ან/და თვლის რომ, გაყიდვები კარგად გამოსდის.

დაინტერესების შემთხვევაში - გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge ან/და დაგვირეკეთ: 577 139 010

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია