Робота для біженців з України
კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი - მცხეთა, თიანეთი, ყაზბეგი, დუშეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
მომწოდებელი: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
სსიპ "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1 318 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: მცხეთა - 5, თიანეთი - 1, ყაზბეგი - 1, დუშეთი - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: მცხეთა, თიანეთი, ყაზბეგი, დუშეთი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

** ინფორმაციის მოპოვება მომხმარებლის პროფესიული ცოდნის, უნარებისა და სამუშაო გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, ზოგადი და სოციალური უნარების, ასევე კარიერული გეგმების შესახებ;
** მომხმარებლის პროფილის შექმნა სასურველი პროფესიული განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
** კარიერული გეგმის განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება და დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება;
** მოქალაქის მიღება, შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაბამისი მიმართულებით და შემდგომი მომსახურების გაწევა.
** საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ან დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მიმართულების შესახებ სამუშაოს მაძიებლების ინფორმირება სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
** ყოველდღიური და ყოველკვირეული სტატისტიკის წარმოება გაწეული მომსახურების შესახებ და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაგზავნა.
** საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
** საჭიროებისამებრ, სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება.
** უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
** კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ (ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
** საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
** "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება.

პასუხისმგებლობები:

** ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
** პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.

დამატებითი მოთხოვნები:

** აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონსულტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მუნიციპალიტეტის მითითებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე