Робота для біженців з України
სერვისის სპეციალისტი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიზა ლაუნჯი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "ვიზა ლაუნჯის" კვებით უზრუნველყოფის კომპანია აცხადებს ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ გუნდის წევრს, რომელსაც აქვს გამოცდილება მუშაობის, მომსახურების სფეროში.

"ვიზა ლაუნჯი" წარმოადგენს 200 მ2-მდე სივრცეს სადაც განთავსებულია მოსასვენებელი სავარძლები და ასევე 2 კვების დახლი და მაცივარი ე.წ. "შვედური მაგიდის" პრიცნიპით, საიდანაც მომხმარებელი სასმელს და სასმელს იღებს დამოუკიდებლად და მიაქვს მაგიდამდე თვითმომსახურებით.

ძირითადი მოვალეობები:

** საკვების და სასმელების გამოტანა სამზარეულოდან და კვების დახლის შევსება მისი დაცარიელების შესაბამისად.
** პროდუქციის განლაგება წინასწარ განსაზღვრული წესებით.
** ნაშთების კონტროლი სამზარეულოში და საწყობში და შესაბამისი ფორმის შევსება.
** მაგიდების ალაგება მგზავრის გასვლის შემდეგ და მათი სანიტარული დამუშავება.
** ჭურჭლის დახარისხება და სარეც ზონაში განთავსება.
** გარეცხილი ჭურჭლით ლაუნჯის საკვების დახლების შევსება.
** სივრცის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში ქონა.
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა და ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია, მათ შორის სასტუმროში საუზმეებზე ჰოსტესად ან მიმტანად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ძირითადი ტერმინოლოგიით მნიშვნელოვანია.
** კარგი ვერბალური უნარები.

სამუშაო პირობები:

** 4 სამუშაო დღე - 3 დასვენების დღე;
** 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** ანაზღაურება ფიქსირებული 1200 ლარი
** კვარტალური ბონუსი მიღებული ქულების შესაბამისად.
** ტრანსპორტირება აეროპორტის ორივე მიმართულებით.
** სამედიცინო დაზღვევა.
** კვება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე tgoglidze@georgianbakers.com და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე