|
დასახელება:
GPS მონიტორინგის უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის სამსახურში GPS მონიტორინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული GPS/GNSS სისტემების მონიტორინგი;
** ტრანსპორტის გადაადგილების, მარშრუტებისა და საწვავის ხარჯვის კონტროლი;
** GPS სისტემებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** დარღვევების/შეუსაბამობების იდენტიფიცირება და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
** GPS მოწყობილობებისა და სენსორების გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ტექნიკური მიმართულებით (ენერგეტიკა, ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) ბაკალავრის დიპლომი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება ან შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია;
** GPS/GNSS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** GIS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — სავალდებულო;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი);
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.03.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "GPS მონიტორინგის უფროსი სპეციალისტი".
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|