Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 10:00-16:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი;
** ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება.

ცოდნა და გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატის ფლობა. შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა;
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენის ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: profilenquiry@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე