Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703742&print=yes&view=jobs
 
სასტუმროში საწყობისა და შესყიდვების კოორდინატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროში საწყობისა და შესყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"Ensana Health Spa Hotels" - აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსია - სასტუმროში საწყობისა და შესყიდვების კოორდინატორი

ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის მოკლე აღწერა

Ensana Health Spa Hotels აცხადებს ვაკანსიას სასტუმროში საწყობისა და შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს მარაგების მართვაზე, შესყიდვების პროცესის ორგანიზებასა და მომწოდებლებთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს საწყობის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** მარაგების მიღება, დასაწყობება და გაცემის პროცესის ორგანიზება;
** საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და ინვენტარიზაციის ჩატარება;
** შესყიდვების დაგეგმვა სასტუმროს საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის საერთაშორისო შესყიდვების ორგანიზება;
** მომწოდებლების მოძიება, ფასების შედარება და საუკეთესო პირობების შერჩევა;
** შესყიდვის ორდერების მომზადება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მიღებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** საბუღალტრო და ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
** ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** შიდა წესებისა და სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის ან შესაბამის სფეროში);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასტუმრო სფეროში);
** საწყობის მართვის, მსგავს დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და შესყიდვების პროცესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel);

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით);
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე m.kikvidze@sairmeresort.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია