Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Brix
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"Brix" არის სარემონტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ბინებისა და კომერციული ფართების ინტერიერის დიზაინს, კაპიტალურ რემონტს და ინდივიდუალური ავეჯის დამზადებას.

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავთო ვარაზის 81 (ლისის ტერიტორირაზე).
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; შაბათი - 11:00-14:00.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 000 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ზარებზე, მესენჯერზე, WhatsApp-ზე და ოფისში შემოსულ ვიზიტორებზე ოპერატიული პასუხი.
** ლიდების აღრიცხვა და სტატუსების განახლება.
** საჭიროების შემთხვევაში ოფისში პრეზენტაციის ჩატარება
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე გასვლა
** კომპანიის სერვისებისა და შეთავაზებების პროფესიონალური პრეზენტაცია
** ხარჯთაღრიცხვისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება
** შეთავაზების კლიენტთან წარდგენა და განმარტება
** პირველადი ფასების შეთავაზება/ინფორმირება
** რეკომენდაციების გენერირება
** შეხვედრების და დახურული პროექტების რაოდენობის კონტროლი
** ბრენდის იმიჯის დაცვა
** პროფესიონალური კომუნიკაცია
** პროექტის მენეჯერთან კოორდინაცია
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი - მკაფიო, დამაჯერებელი და პროფესიონალური საუბარი სხვადასხვა ტიპის კლიენტთან.
** აქტიური მოსმენა - კლიენტის რეალური საჭიროების სწორად გაგება და არა მხოლოდ პასუხის გაცემა.
** პრეზენტაბელურობა და იმიჯზე ზრუნვა - სუფთა, მოწესრიგებული, ბიზნეს-გარეგნობა და სერიოზული ქცევა.
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - დროული რეაგირება და ვალდებულებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კლიენტთან კომუნიკაციის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება - სასურველია სერვისის სფეროში: ბანკი; უძრავი ქონება და ა.შ.
** ოფისში ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის ცოდნა - განსაკუთრებით Excel-ის საბაზისო დონე (ლიდების აღრიცხვა, ცხრილებთან მუშაობა).
** საუბრის და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონე ქართულ ენაზე - გამართული მეტყველება და სწორი წერითი ფორმა.
** სალაპარაკო ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება - კლიენტთან პირისპირ შეხვედრების და შეთავაზების წარდგენის უნარი.
** საკუთარი ავტომობილი და გადაადგილების შესაძლებლობა - ობიექტებზე გასვლისა და ლოკაციაზე აქტიური მუშაობისთვის (არა სავალდებულო)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
** ტრენინგი და მხარდაჭერა - პროდუქტის, სერვისის და გაყიდვების პროცესის სრულად გაცნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@brix.ge.

წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე