Робота для біженців з України
საწყობის შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კერა ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
სამშენებლო კომპანია "კერა ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება, ფასების შედარება და ხელშეკრულებების გაფორმება
** სამშენებლო ბაზარზე არსებული მასალების შესწავლა და შესაბამისად მონაცემების განახლება
** საწყობის მარაგების კონტროლი და აღრიცხვა
** მოთხოვნების (ზედნადებების) მომზადება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** საწყობის მენეჯერთან და სამშენებლო საქმეთა მწარმოებელთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო სფეროში
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების ან/და საწყობის მართვის მიმართულებით (სასურველია სამშენებლო მიმართულებით)
** სამშენებლო მასალების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 13 მარტის ჩათვლით მისამართზე: nutsi.alania@outlook.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე