|
დასახელება:
ტექნიკური სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე "მასტერ კოფი " აცხადებს ვაკანსიას - ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** გეგმიური და არაგეგმიური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება;
** ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** ყავის აპარატების მარაგების შექმნა.
** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალურობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკური განათლება( პროფ.საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი);
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება პროფესიული ყავის აპარატებთან ან ელექტრო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1800ლ (დამატებით ბონუსი)
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურებას ემატება 150 ლ ავტომანქანის ცვეთის
** საწვავი;
** ულიმიტო სასაუბრო
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ შემოსავალს;
** მეგობრულ გუნდს;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|