|
დასახელება:
მიწოდების თანამშრომლის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე "მასტერ კოფი "აცხადებს ვაკანსიას მიწოდების თანამშრომლის დამხმარეს პოზიციაზე.
ვეძებთ შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების პროცესის ორგანიზებაში ჩართულობა;
** კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა და სწორი პრეზენტირება;
** შეკვეთილი პროდუქციით დატვირთვა და განთავსება გაწერილ ობიექტებზე;
** პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
უნარ-ჩვევები:
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;
აუცილებელი მოთხოვნები: მართვის მოწმობა სასურველია;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
** დასვენება: შაბათი/კვირა;
** ანაზღაურება: 1400ლ (დამატებით ყოველთვიური ბონუსი);
** საწვავით უზრუნველყოფა;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მიწოდების თანამშრომელი"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|