Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703691&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

ვაკანსია — სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი

ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
კვება: უზრუნველყოფილია

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out).
** ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა.
** სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა.
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ.
** ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება.
** სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
** რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე.
** ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია