|
დასახელება:
სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
ვაკანსია — სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
კვება: უზრუნველყოფილია
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სერვისებისა და პროდუქტების აქტიური გაყიდვა.
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება.
** ტურისტულ კომპანიებთან, ღონისძიებების ორგანიზატორებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა.
** ონლაინ პლატფორმების მართვა (Booking.com, Airbnb და სხვა გაყიდვების არხები).
** სასტუმროს დატვირთულობის სტრატეგიული მართვა და სეზონური მოთხოვნის ოპტიმიზაცია.
** გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულება.
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია.
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მონიტორინგი.
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
** გაყიდვების ანგარიშგებისა და რეპორტინგის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმროს ან ტურიზმის მიმართულებით).
** ონლაინ გაყიდვების პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე.
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
კომპანია "კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|