Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო რედ თაუერი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
სასტუმრო "Red Tower" ეძებს ადმინისტრატორს — ადამიანს, რომელიც ღიმილით ხვდება სტუმრებს და ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მათგანმა თავი სასურველ სტუმრად იგრძნოს.

თუ გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, ორგანიზებულად მუშაობა და გინდა პროფესიულად განვითარება მშვიდ, მეგობრულ გარემოში — მოხარული ვიქნებით შენთან თანამშრომლობით.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
** მოქნილ გრაფიკს — მუშაობა ყოველ მეორე ან ყოველ მესამე დღეს.
** შიდა პროგრამების სრულად შესწავლას ადგილზე

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** ჯავშნების მართვა და დოკუმენტაციის წარმოება
** სატელეფონო კომუნიკაცია
** ანგარიშსწორების წარმოება
** საოფისე პროგრამებთან (Word, Excel) მუშაობა

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** კომუნიკაბელური და თავაზიანი
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული
** პოზიტიური და გუნდურ გარემოში მუშაობაზე ორიენტირებული.

საკონტაქტო: gregorimaler@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე