Робота для біженців з України
სხვადასხვა - საუდის არაბეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Boutique Group
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
Boutique Group წარმოადგენს საუდის არაბეთის ლუქს-ჰოსპიტალითი კომპანიას, რომელიც ისტორიულ სამეფო სასახლეებს გარდაქმნის ულტრა-ლუქს სასტუმროებად. კომპანიის ხედვაა სამეფო მემკვიდრეობის, არქიტექტურული დიდებულებისა და თანამედროვე, უმაღლესი დონის სერვისის შერწყმა ერთ უნიკალურ სტუმრის გამოცდილებაში.

ულტრა-ლუქს სასტუმრო პროექტი "The Red Palace by Boutique Group" - საუდის არაბეთი
ლოკაცია: საუდის არაბეთი
დასაქმების ტიპი: სრულ განაკვეთზე | ადგილზე (On-site)

ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს რეკრუტინგს თავისი მომავალი გახსნისთვის — The Red Palace-ისთვის — ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სიმბოლური პროექტისთვის საუდის არაბეთში.

ეს პროექტი განასახიერებს დახვეწილობას, კონფიდენციალურობას, პერსონალიზებულ მომსახურებას და უმაღლესი სტანდარტების დაცვას თითოეულ დეტალში.

ვეძებთ პროფესიონალებს შემდეგი მიმართულებებით:

** რესტორნის მომსახურება (Food & Beverage)
** სამზარეულო (Culinary)
** სპა სერვისები (Spa & Wellness)
** დასუფთავება (Housekeeping)
** შიდა საოპერაცო და მხარდაჭერის დეპარტამენტები (Back-of-House Operations)
** მენეჯერები (Managerial Team)


სასურველი კანდიდატის პროფილი:

** გამოცდილება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის აუცილებელი
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სხვა ენა — დამატებითი უპირატესობა)
** მაღალი პროფესიული სტანდარტები და დახვეწილი სერვის-კულტურა
** დეტალებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის უნარი
** მზადყოფნა რელოკაციისთვის საუდის არაბეთში

რას გთავაზობთ:

** უნიკალური შესაძლებლობა — გახდეთ ისტორიული სასახლის ტრანსფორმაციის ნაწილი
** საერთაშორისო დონის კარიერული გამოცდილება
** კონკურენტული კომპენსაციია
** საცხოვრებლითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა
** ვიზის სპონსორობა
** გრძელვადიანი კარიერული განვითარება პრესტიჟულ ჰოსპიტალითი ჯგუფში

თუ თქვენ ეძებთ საერთაშორისო შესაძლებლობას და გსურთ იმუშაოთ გამორჩეულ, სამეფო მემკვიდრეობით შთაგონებულ გარემოში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: redpalacejobs@saed.sa
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე