Робота для біженців з України
იურისტი - Crypto, Fintech
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი - Crypto, Fintech
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს იურისტს პარტნიორი Crypto და Fintech კომპანიებისთვის

** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** ანაზღაურება: 4000-6000 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის მიზანი:

კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, რეგულაციებთან სრული შესაბამისობისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კრიპტო და ფინტექ სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისობა

** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან (Crypto / FinTech / Payments);
** მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია და სამართლებრივი მოთხოვნების ანალიზი;
** AML/CFT, KYC და მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობის მხარდაჭერა;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება/განახლება.

კონტრაქტების მართვა

** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების მომზადება (შრომითი, მომსახურება), ანალიზი და სამართლებრივი რისკების შეფასება (მერჩანტები, პარტნიორები, ტექნოლოგიური პროვაიდერები და სხვ.);
** საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება;
** NDA, Terms & Conditions, Privacy Policy და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება.

სამართლებრივი რისკების მართვა

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაცია და პრევენცია;
** ახალი პროდუქტების/ფუნქციების სამართლებრივი შეფასება მათი ბაზარზე დანერგვამდე;
** მენეჯმენტისთვის სამართლებრივი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება.

დავების მართვა და წარმომადგენლობა

** კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში;
** პრეტენზიებისა და დავების სამართლებრივი მხარდაჭერა.

შიდა გუნდებთან თანამშრომლობა

** პროდუქტის განვითარების, შესაბამისობის, ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სამართლებრივი საკითხების დროული იდენტიფიკაცია ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია Gaming / FinTech / Crypto / Payments სექტორში;
** კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა - აუცილებელია;
** საბანკო და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი ჩარჩოს ცოდნა;
** ხელშეკრულებების სამართალში პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ზეპირი);

საჭირო უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და რისკების შეფასების უნარი;
** ინიციატიურობა დავით სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება: "იურისტი Crypto, Fintech".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე