Робота для біженців з України
სტილისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტილისტი
მომწოდებელი: Kudzierki
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
ვეძებთ სტილისტს ჩვენს ხუჭუჭა გუნდში.

Kudzierki - სალონი ხვეული თმის მქონე ადამიანებისთვის.

რას მიიღებ ჩვენთან მუშაობით:

** მოსახერხებელი, მოქნილი გრაფიკი — მუშაობა მხოლოდ ჩაწერით (კლიენტების ლოდინი არ მოგიწევს).
** ღირსეული ანაზღაურება — 2000 ლარი + (საშუალო ჩეკი მომსახურებაზე შეადგენს 120 ლარს + შესაძლებელია 10%-ის გამომუშავება პროდუქციის გაყიდვიდან).
** საჭიროების შემთხვევაში — დამატებითი გადამზადება ხვეულ თმასთან მუშაობის ტექნიკებში.
** ოფიციალური დასაქმება, ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ.
** მეგობრული კოლექტივი, შესანიშნავი კლიენტები და კარგი ატმოსფერო.
** კომფორტული სივრცე, სადაც ყოფნა უბრალოდ სასიამოვნოა.
** მთავარი ბონუსი: ხვეული თმის შეჭრის ტექნიკების სწავლება.

მოვალეობები:

** პროფესიონალურად შესრულებული ვარცხნილობები ხვეული თმის სტრუქტურის გათვალისწინებით, თმის მოვლის პროცედურები, სხვადასხვა სირთულის შეღებვა, ბიოდახვევა
(შესაძლებელია ყველა მიმართულებაზე არ მუშაობდე, მაგრამ შეჭრა სავალდებულოა).
** კლიენტების კონსულტაცია თმის მოვლასთან დაკავშირებით, მათ შორის კოსმეტიკაზე, პროდუქციის გაყიდვა.
** ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან.
** საკუთარი სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება.

ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით, თუ შენ:

** ფლობ ქართულ და რუსულ ენებს
** გიყვარს ხვეულ თმასთან მუშაობა
** მარტივად პოულობ საერთო ენას სხვადასხვა ადამიანთან

სალონი მდებარეობს მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტიდან" 5 წუთის სავალზე, ულამაზეს საცხოვრებელ კომპლექსში "ჩემი სახლი ჯიქიაზე".

თუ დაგაინტერესა ვაკანსიამ, მოგვწერე პირად შეტყობინებაში Telegram-ზე: @kudzierki_georgia ან ელფოსტაზე: kudzierki@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე