|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი/კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
CLC Elevator
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
CLC Elevator - ლიდერი ლიფტების კომპანია საქართველოში, რომელიც მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების აღსრულების კუთხით თავის ინდუსტრიაში პირველი და ერთადერთი კომპანიაა. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი / კონენტ კრეატორი
http://www.clc.ge | https://www.facebook.com/clcelevator
პოზიციის აღწერა:
ანგარიშვალდებულია: მარკეტინგის მენეჯერთან სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე
სახელფასო ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ონლაინ პლატფორმების და სოციალური მედიის აქტიური მართვა;
** ყოველთვიური კონტენტ გეგმის შედგენა Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn
** გვერდებისთვის ქართულ-ინგლისური ქოფით;
** კონტენტ გეგმის მიხედვით დიზაინერთან ერთად ვიზუალის მომზადება და განთავსება;
** ვიდეო-კონტენტის დაგეგმვა და აღსრულება;
** პოსტების სარეკლამო აქტივობების განხორციელება (Ads Manager) მიზნობრივ აუდიტორიაზე შეთანხმებული ბიუჯეტით;
** ყოველთვიური სარეკლამო რეპორტინგი/ანალიტიკა, მათ შორის SEO სააგენტოსთან კომუნიკაცია და რეპორტინგის განხილვა;
** არსებული შეტყობინებების (Inbox /კომენტარები) კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი ციფრული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება;
** კამპანიის ჭრილში (საჭიროების შემთხვევაში), სარეკლამო მასალებისთვის ვიზუალების მომზადება დიზაინერთან ერთად და სარეკლამო სააგენტოსთან კომუნიკაცია;
** კომპანიის სიახლეების და მიმდინარე პროექტების ვებ-გვერდზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება ციფრული მარკეტინგის/მარკეტინგის/კომუნიკაციის მიმართულებით
** (ვიდეო-კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ქოფის გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა;
** Meta, Business Manager-ის ფლობა;
** Microsoft პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმისადმი ენთუზიაზმი;
** კრეატიულობა და ინიციატორობა.
CLC Elevator გთავაზობს:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის საშუალებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სამუშაოს მრავალფეროვნებას და არა მოსაბეზრებელ რუტინას;
** ინდუსტრიის პირველი უმსხვილესი მოთამაშის მიერ ამ ინდუსტრიის მარკეტინგული თვალსაზრისით ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrclcelevator@gmail.com
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს სი ელ სი-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|