Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703604&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: JSL Logistics
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
შპს "JSL Group" -ში შემავალი "JSL Logistics" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

პოზიციის ტიპი: დროებითი (დეკრეტული შვებულების ჩანაცვლება - 6 თვე)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00 წთ დან 18:00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
ანაზღაურება: 3300 (Gross)
ვაკანტური ადგილი: 1

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების, მომსახურების ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და წარმოება.
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება
** საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება და მიღებული პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება
** კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ძირითადი საშუალებების შესყიდვის დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი, გატარება, აღრიცხვა, შემოსავალში აღება და შემდგომ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩამოწერა
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** კომუნიკაციის წარმოება კომპანიის ოფიციალური მეილის მეშვეობით
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა

მოთხოვნები:

** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტერიის მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა;
** APEX პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** დროის სწორად და ეფექტურად გადანაწილების უნარი.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@jsl.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "JSL Group"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "JSL Group" -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@jsl.ge

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " JSL Group"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია