|
დასახელება:
წარმოების დირექტორი
|
| მომწოდებელი:
Nuts Time
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
Nuts Time LLC არის საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ფსტას მოხალვასა და გადამუშავებაში.
კომპანიის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება ასორტიმენტის გაფართოება და თხილის (ფუნდუკის) წარმოების დაწყება. ამასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების დირექტორის პოზიციაზე.
ვებ-საიტი: https://nutstime.ge
სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული (განისაზღვრება გასაუბრების შედეგად)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია კვებითი მრეწველობის, მენეჯმენტის, ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია სურსათის წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
** თანამშრომლების მიერ დადგენილი პროცედურებისა და შიდა რეგლამენტების დაცვის კონტროლი;
** წარმოების დაგეგმვა და სამუშაო გეგმის შესრულების კონტროლი;
** წარმოების გრაფიკებისა და მოცულობების შესრულების უზრუნველყოფა;
** მიმდინარე საწარმოო პროცესების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** საწარმოო დოკუმენტაციის წარმოება და საჭირო ცვლილებების შეტანა;
** ნედლეულის და მზა პროდუქციის მარაგების ეფექტური მართვა და ხარისხის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება და ჩატარება;
** ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** სურსათის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და კომპანიის შიდა წესების დაცვა.
პროფესიული და პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge
გისურვებთ წარმატებებს და მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით!
|
|
|
|