|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
More Beauty
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
More Beauty აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მისთვის საჭირო პროდუქტებზე.
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. ბრენდის ღირებულებებისადა მომსახურების სტანდარტების შესაბამისად
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის 1, სითი მოლი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით (შეთანხმებით)
10:00დან 16:00 მდე
16:00დან 22:00 მდე
დასვენების დღე: კვირაში 1
ხელფასი: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი (1000-1400₾)
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საბონუსე სისტემა
** ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
** შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის პერსპექტივა
** ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად: info@morebeauty.ge
|
|
|
|