|
დასახელება:
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Renovo
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
კომპანია "რენოვო" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, მოსაპირკეთებელი მასალების ექსკლუზიური პირობებით შეძენას, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას, უმაღლესი ევროპული ხარისხის ავეჯის, განათების, კარის და აქსესუარების შერჩევას, მიწოდებას და მოწყობას.
კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალში შედის საქართველოში არსებული თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო და უმსხვილესი ქართული დეველოპერული კომპანიები.
ჩვენ გვსურს, რომ "რენოვო" იქცეს ხარისხიანი მშენებლობის ერთგვარ საზომ ერთეულად, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმართ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
კომპანია "რენოვო" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე:
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბონუსე სისტემას შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
ძირითადი ფუნქციები:
** ხარისხის უზრუნვეყოფის პროცედურებისა და პროცესების შემუშავება, განვითარება, დანერგვა;
** ხარისხთან დაკავშირებული პროცედურების ინსპექცია და შემოწმება მოქმედი ნორმების და შეთანხმებული მეთოდოლოგიის მიხედვით;
** ხარისხთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის მიღება, შემოწმება, შენახვა (მეთოდოლოგია, მასალების და სხვა სერტიფიკატები, ტესტირების შედეგები, ინსპექტირების მოთხოვნები, ფარული სამუშაოს აქტები, შეუსაბამობის აქტები, ინსტრუქციები და ა.შ.);
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე, ხარისხთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი;
** პროექტის მენეჯერთან ანგარიშგება ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;
** კონტრაქტორისათვის მიცემული შენიშვნების და მითითებების დროულად შესრულების მონიტორინგი;
** ხარვეზების დაფიქსირება, აღმოფხვრის გზების განსაზღვრა, დეფექტური აქტის შედგენა და მონიტორინგი;
** ყოველდღიურ საქმიანობაში ობიექტის ხელმძღვანელობისათვის დახმარების გაწევა;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა, პოზიციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
** კორესპონდენციის წარმოება და საოპერაციო აქტივობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება ქართულ, რუსულ და/ან ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის შემადგენელი გუნდის სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ფაილინგ სისტემის შექმნა და მოწესრიგება;
** დოკუმენტაციის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება;
** შეხვედრების ოქმების წარმოება და მონაწილე მხარეთათვის მიწოდება;
** ღია საკითხებისა და სამოქმედო გეგმების ჩამონათვალის შემუშავება/კონტროლი;
** მხარეთა შორის ყოველდღიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** დღის წესრიგისა და შეხვედრების ორგანიზება;
** ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობის მართვა;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება;
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა, რუსული ენა სასურველია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@renovo.ge არაუგვიანეს 2026 წლის 23 მარტისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ხარისხის კონტროლის მენეჯერი.
|
|
|
|