|
დასახელება:
სოციალური მედიის მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ეი აი ქიუ აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
|
თანდართული ფაილი:
703569_AIQ_Vacancy_v2_Updated_6177489.zip
|
"AIQ Academy" ეძებს მოტივირებულ სოციალური მედიის მარკეტინგის ფრილანს სპეციალისტს ნახევარ განაკვეთზე, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეების მოზიდვაში ჩვენი ხელოვნური ინტელექტის სასწავლო კურსებისთვის (8-12 წლის ბავშვები). ფასიანი გაკვეთილები იწყება 2026 წლის სექტემბერში. ამჟამად სოციალურ ქსელებში წარმოდგენილი არ ვართ. თქვენ დაგეგმავთ სტრატეგიას და განახორციელებთ.
სამუშაო პირობები:
** დისტანციური მუშაობა (ოფისში დასწრება არ არის საჭირო);
** მოქნილი გრაფიკი, დაახლოებით 20-25 საათი თვეში (16% განაკვეთი);
** ანაზღაურება შედეგებზე დაფუძნებული (pay-per-deliverable);
** ხანგრძლივობა: მარტი - სექტემბერი 2026 (6 თვე), გაგრძელების პერსპექტივით.
ძირითადი მოვალეობები:
** კონტენტ კალენდრის შეთანხმება ყოველ თვე;
** კონტენტის შექმნა და გამოქვეყნება Facebook-ზე და Instagram-ზე;
** სამიზნე აუდიტორიის Facebook ჯგუფებში პოსტების განთავსება;
** Facebook/Instagram სარეკლამო კამპანიების მართვა (Ads Manager + Boost Post);
** კომენტარებსა და შეტყობინებებზე რეაგირება;
** მოსწავლეების მოზიდვა აკადემიის კურსებზე;
** თვიური შედეგების ანგარიშის წარდგენა.
მოთხოვნები:
აუცილებელი:
** Facebook-ის და სოციალური მედიის კარგი ცოდნა;
** კარგი წერითი უნარები ქართულ ენაზე;
** SMM-ის გამოცდილება;
** კრეატიულობა და ინიციატივა;
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
სასურველია:
** Facebook Ads-ის გამოცდილება;
** მარკეტინგის გამოცდილება;
** ტექნოლოგიებისა და AI-ს მიმართ ინტერესი;
** ვიდეო მონტაჟის ბაზისური უნარები (Reels/Shorts-ისთვის).
კონტაქტი: hr@aiqacademy.ge
დაწვრილებით ინფორმაციისთვის იხ. თანდართული ფაილი
|
|
|
|