Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703562&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მხარდაჭერის ინგლისურენოვანი წარმომადგენელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ინგლისურენოვანი წარმომადგენელი
მომწოდებელი: Evolvexe
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვან ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლის (Technical Support Advisor) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ზოგად და ტექნიკურ ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მრჩეველი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. მრჩეველი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით ინგლისურს უმაღლეს დონეზე. აიტი/ტექნიკური განათლება ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო შესრულდება ოფისიდან ქუთაისში.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს;
** დაზღვევას;
** ანაზღაურებად შვებულებას;
** მაღალი სტანდარტების ოფისს;
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
** კონკურენტულ ხელფასს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/zusRAmF

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია