|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თურსა
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ხელშეკრულებების და ბრძანებების მომზადება
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, მათ შორის ტრენინგების საჭიროების გამოვლენა და მათი ჩატარების უზრუნველყოფა
** შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა
** სამოტივაციო სისტემების რევიზია, სამოტივაციო პროგრამების შექმნა / განახლება
** წლიური და კვარტალური ბიუჯეტების შემუშავება და მართვა
** კადრების რეკრუტირების და შერჩევის პროცესის მართვა
** თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციის და დათხოვნის პროცესების შემუშავება და მართვა
** კორპორაციული კულტურის დონის შეფასება / განვითარება
** შრომითი ურთიერთობების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** სახელფასო უწყისების მომზადება
** რეგულარული ანგარიშგების უზრუნველყოფა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სხვა ამოცანების შესრულება, პოზიციის შინაარსის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები:
** უმაღლესი განათლება
** 1+ წლის საქმიანობის გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე
** ადამიანურ რესურსთან და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული თანამედროვე საკანონმდებლო და ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურობა, ემოციური ინტელექტი, დროის მართვის უნარი, რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით 4-5 საათი (კვირაში 5 სამუშაო დღე)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** 6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია
გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Hr@tursa.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
|
|
|
|