Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703539&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლიზინგის განაცხადების განხილვა კომპანიაში მოქმედი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
** მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შეფასება; რისკების შეფასება და მართვა;
** საჭიროებისამებრ, კლიენტთან სტანდარტის დაცვით კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემების დაზუსტების ან/და გადამოწმების მიზნით;
** კომპეტენციის ფარგლებში, ლიზინგის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება და მომიჯნავე დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,

** ფიზიკური პირების დაკრედიტების რისკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით (სავალდებულოა);
** ანალიტიკური აზროვნებით;
** დეტალებისადმი ორიენტირებულს;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებით;

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, გიორგი დანელიას ქ.2

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
შაბათი, მონაცვლეობით, 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - რისკების მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24 მარტი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია