Робота для біженців з України
არქიტექტორ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორ-კონსულტანტი
მომწოდებელი: ფენიქსი პროექტირების მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
კომპანია შპს "ფენიქსი-პროექტირების მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა: ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ არქიტექტორ-კონსულტანტს, რომელიც კარგად ერკვევა გაყიდვების სპეციფიკაში და შეუძლია არქიტექტურული ნახაზების და პროექტების ანალიზი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის ქ. 31 (ყოფილი ასი ათასი მოწამის ქუჩა N31).

ფუნქციები და მოვალეობები:

** არქიტექტურული ნახაზების და პროექტების ანალიზი;
** ნახაზებისა და დიზაინ-პროექტების განხილვა;
** კომპანიის პროდუქციის შესახებ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office, Exel ცოდნა;
** AutoCAD/ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
** მათემატიკური უნარ - ჩვევები;
** არქიტექტურული ნახაზების წაკითვის და შესაბამისი ანალიზის უნარი;
** კომერციული აზროვნება და მოლაპარაკების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
** უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი: 10:00-16:00 სთ
ანაზღაურება: 2551.02 ლარი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 23 მარტის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით ელექტრონულ მისამართზე: lawyer@phoenixpm.ge.
გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "არქიტექტორ-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე