Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703509&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ას კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
შპს "ას კონსტრაქშენი" წარმოადგენს მაღალი სტანდარტების თანამედროვე სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

კომპანია ერთ-ერთ პირველთაგანია, რომელმაც საქართველოში ბეტონური სამუშაოების მცოცავი ტუნელური ყალიბის სისტემა გამოიყენა და სამშენებლო სფეროში არაერთი ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტა წარმატებით განახორციელა. შპს "ას კონსტრაქშენის" გამორჩეული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი "დირსი". ამჟამად კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "პარკ ბულვარი".

შპს "ას კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

პოზიციის ზოგადი პროფილი

განიხილება მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვით დაგეგმვასა და ფინანსურ კონტროლზე სრული ციკლის ფარგლებში - საწყისი მოცულობების განსაზღვრიდან ბიუჯეტის მართვამდე და პროექტის ფინანსური ეფექტიანობის ანალიზამდე.

აღნიშნული როლი მოითხოვს სტრატეგიულად მოაზროვნე და დეტალებზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების ხარჯთაღრიცხვით სიზუსტეს, ფინანსური რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და კომპანიის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

ფუნქცია - მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების მიხედვით მოცულობების დათვლა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოში დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად
** სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია
** სატენდერო პაკეტის მომზადება, მიღებული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება
** ქვეკონტრაქტორების განფასებების ანალიზი და ფინანსური დასკვნების მომზადება
** მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი
** შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა №2-ის შედგენა
** სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება
** ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა
** პროექტის ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და შემცირების რეკომენდაციების შემუშავება
** ტექნიკურ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსური სიზუსტისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად

საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:

** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე
** ფინანსური რისკების შეფასებისა და პრიორიტეტიზაციის უნარი
** დროის ეფექტიანი მართვა და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოებისა და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის კულტურა და პროფესიული პასუხისმგებლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით ან ფინანსებში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა
** სატენდერო პროცესებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება
** AUTO CAD/ ARCHI CAD/ Revit პროგრამების პრაქტიკული და ფუნქციური ცოდნა
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით, Excel-ის მაღალ, პროფესიონალურ დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე

კომპანიის შეთავაზება

** მასშტაბური და მაღალი სტანდარტის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა
** სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში
** კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
** პროფესიონალური და დინამიკური სამუშაო გარემო

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 მარტი, 2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია