Робота для біженців з України
მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 30 მარტი
სამშენებლო კომპანია ეძებს მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერს.

ადგილმდებარეობა: დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 3500 ₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე ხარიხის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** პროექტით დადგენილი სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მშენებლობის პროცესში აქტიურად ჩართულობა;
** ქვეკონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების ზედამხედველობა;
** სამუშაო მეთოდოლოგიის მომზადებაში ჩართულობა (კომპეტენციის ფარგლებში) და მეთოდოლოგიის მიხედვით ხარისხის პროცედურების უზრუნველყოფა;
** შეუსაბამობის ოქმის შედგენა (საჭიროების შემთხვევაში) და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
** ხარვეზის გამოსწორების ვადების კონტროლი;
** ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში;
** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** პროექტის დოკუმენტაციასთან და ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე (MS office);
** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;

უნარები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: elinorconstruction@gmail.com და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 30 მარტი 2026 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე