|
დასახელება:
მოხალისე
|
| მომწოდებელი:
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის მოხალისეების შესარჩევად.
ააიპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა. შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სოციალური სერვისების განვითარება, საგანმანათლებლო სისტემაზე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის ჰარმონიზების ხელშეწყობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან.
მოხალისეობის ინსტიტუტის დანერგვის მიზნებია:
** უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის გამდიდრება პრაქტიკით სტუდენტების პროფესიული გაძლიერება და მოხალისეთა ბაზის შექმნა.
მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულება ევროპის არა ერთ უნივერსიტეტში სავალდებულოა ან ითვლება პრიორიტეტად.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ფსიქოლოგიის
** ოკუპაციური/მეტყველების თერაპევტის
** სპეც.მასწავლებლის
** სამხატვრო აკადემიის
** სტუდენტი/კურსდამთავრებული
სასურველია ორგანიზაციაში იმუშაონ კვირაში მინიმუმ 10 საათი, თვეში 40 საათი, მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სასწავლო პროცესში, შიდა და გარე ღონისძიებებში.
გრაფიკი: შეთანხმებით.
პრაქტიკის ხანგრძლივობა: 3-6 თვე
პიროვნული მახასიათებლები:
** ურთიერთობების დამყარების და გუნდური მუშაობის უნარი.
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა.
** მოტივირებული.
** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური
** დაწყებული საქმის ბოლომდე შესრულების უნარი.
განცხადების წარდგენის პროცედურები:
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.
განმცხადებელმა ორგანიზაციას ელმისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტუდენტზე მორგებულ გრაფიკს/მოქნილ გრაფიკსა და სწავლის ხელშეწყობას
პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას;
** ეფექტური ჩართულობის შემთხვევაში, ორგანიზაციაში სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივას;
** ცნობას მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.03.2026
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელმისამართზე dcfs.georgia@gmail.com
"subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|