Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - სამშენებლო სამართალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - სამშენებლო სამართალი
მომწოდებელი: არქიტექტონი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
"არქიტექტონი" არის არქიტექტურულ იურიდიული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და მუშაობს არქიტექტურის, კონსტრუქციების, პროექტირების, ქალაქგეგმარების და სამშენებლო სამართლის მიმართულებით. ჩვენს გუნდში შემავალი სპეციალისტები ქმნიან სრულფასოვან სამშენებლო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფენ ყველა საჭირო ნებართვის მიღებას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან.

ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - სამშენებლო სამართალი

მდებარეობა: მარჯანიშვილი, ტოვსტონოგოვის 3, ბიზნეს ცენტრი თაიმი (4 თვის შემდგომ - ვასო გოძიაშვილის 59)
დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკით

მოთხოვნები:

** სამართალმცოდნეობის ბაკალავრი ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი (აუცილებელი)
** სამშენებლო, ადმინისტრაციული სამართლის მიმართ ინტერესი
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** პუნქტუალობა
** კომპანიის პროფესიული სტანდარტების დაცვა როგორც გუნდურ მუშაობაში, ისე სახელმწიფო უწყებებთან და მესამე პირებთან კომუნიკაციისას

სტაჟირების ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა
** სასამართლო წარმომადგენლობის ნაწილში მხარდაჭერა
** კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი
** სამშენებლო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ანალიზი
** თბილისის მერიასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების მხარდაჭერა, წარმომადგენლობა
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტით მისამართზე architectongeorgia@gmail.com

გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში (subject line) მიუთითეთ: "სტაჟიორი"

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე