Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703432&print=yes&view=jobs
 
ფინანსისტ-ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტ-ბუღალტერი
მომწოდებელი: Plus One
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
კომპანია "Plus One" - თანამედროვე სივრცეა, რომელიც აერთიანებს კაფეს, ბარს და მუსიკალურ სცენას. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული და ინოვაციური ადგილი, სადაც სტუმრებს დახვდებათ ხარისხიანი მომსახურება, საინტერესო ღონისძიებები და მეგობრული ატმოსფერო.

"Plus One"-ში ვაფასებთ გუნდურობას, პროფესიონალიზმსა და განვითარებაზე მუდმივ ფოკუსს.

სწორედ ამიტომ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს ფინანსისტ-ბუღალტრის პოზიციაზე, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის სრული საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის წარმოება
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და არქივირება
** ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების და ზედნადებების კონტროლი
** RS.ge-ის პორტალზე ოპერაციების მართვა და კონტროლი (ზედნადებები, დღგ დეკლარაციები, საშემოსავლო, ქონების და სხვა საგადასახადო დეკლარაციები)
** საგადასახადო ვალდებულებების დროული და სწორი შესრულების უზრუნველყოფა
** ბანკის ოპერაციების აღრიცხვა და რექონსილაცია
** ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი დეკლარირება
** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთანგარიშსწორების კონტროლი
** სალაროს და საწყობის ნაშთების კონტროლი
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი, Cash Flow)
** შიდა ფინანსური კონტროლის მექანიზმების დანერგვა
** ყოველ კვირეული ან თვიური რეპორტი გენერალურ მენეჯერთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის/ფინანსისტის პოზიციაზე
** RS.ge-ის სისტემაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი (Full Time - შეიძლება Part Time-ზეც საუბარი)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
** კონკურენტული ანაზღაურება (შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით)
** მეგობრული და დინამიკური სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV მითითებულ ელფოსტაზე: Plusonetbs@gmail.com

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია