ა (ა)იპ "აგროსერვისი", მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის" (GRAIL) ფარგლებში, ირიგაციით უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობისა და ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტის ფარგლებში, აცხადებს ინტერესთა გამოხატვას შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:
განცხადება №3 - ბეჭდური მასალების მომზადება (დიზაინი და ბეჭდვა)
1. შესყიდვის საგანი:
ბეჭდური მასალების მომზადება (დიზაინერული დამუშავება, აწყობა და ბეჭდვა, ციფრულ ფორმატში ჩაწერა ფლეშ-მეხსიერების მოწყობილობაზე)
1, 000 ცალი - ტრენინგის ზოგადი მასალა, ბროშურა ა 4, 150 ფურცელი, 300 გვერდი 80 გრ, ოფსეტის ქაღალდი, 1+1 ფერი (შავ თეთრი), ყდა -300 გრ 4+0 ფერი, აკინძვა თერმული, დიზაინი დაკაბადონება.
1, 000 ცალი - ბროშურა ა 4, შიდა 36 გვერდი, 80 გრამი ოფსეტი 1+1 ფერი, ყდა 300გრ 4+0 ფერი, აკინძვა სტეპლერით, 10 სახეობა 100-100 ცალი ჯამში 1000 ცალი.
1, 000 ცალი - ბუკლეტი ა4 (გაშლილი ა 3) 4 გვერდი, 300 გრ 4+4 ფერი, 1 კეცვა, ფერადი.
სამივე პოზიციის (დიზაინერულად დამუშავებული და მაკეტირებული მასალების) ციფრულ ფორმატში ჩაწერა ფლეშ-მეხსიერების მოწყობილობაზე.
დამატებითი პირობები:
შეთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს. ფასი წარმოგვიდგინეთ ცალ-ცალკე პოზიციების მიხედვით.
ასევე მნიშვნელოვანია მომსახურების შესრულების ვადა, გთხოვთ, შეთავაზებაში დააკონკრეტოთ სამუშაოს შესრულების პერიოდი. გადახდა განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მომდევნო თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.
შეთავაზების წარდგენის ვადა:
შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს: 2026 წლის 1 მარტისა
შეთავაზების წარდგენის ფორმა:
შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია:
ელექტრონულად: info@agroservice.ge
ფიზიკურად (დაბეჭდილ კონვერტში): 2026 წლის 1 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე
|