Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703428&print=yes&view=jobs
 
ტენდერი სასწავლო სესიების ლოჯისტიკური მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სასწავლო სესიების ლოჯისტიკური მომსახურება
მომწოდებელი: აგროსერვისი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
ა (ა)იპ "აგროსერვისი" მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის" (GRAIL) ფარგლებში, ირიგაციით უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობისა და ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტის ფარგლებში, აცხადებს ინტერესთა გამოხატვას შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

სასწავლო სესიების ლოჯისტიკური მომსახურება

1. შესყიდვის საგანი:

სასწავლო სესიების ჩასატარებლად აუცილებელი ლოჯისტიკური მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

** არანაკლებ 20-ადგილიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მიკროავტობუსის) მომსახურებას
** სასწავლო სესიებისთვის დარბაზების დაქირავებას და შესაბამის მოწყობას

მომსახურება განხორციელდება ორ სამიზნე ლოტში:

ლოტი №1 - გორი/ქარელი (სამუშაო დატვირთვა: ჯამში 42 სამუშაო დღე.)
მარშრუტები მოიცავს: გორი, ბერბუკი, სათემო, ქვემოხვითი, საქაშეთი, შინდისი, ბრეთი, რუისი, ვარიანის მეურნეობა და სხვა მიმდებარე ლოკაციები.

ლოტი №2 - საგარეჯო (სამუშაო დატვირთვა: ჯამში 35 სამუშაო დღე.)
მარშრუტები მოიცავს: საგარეჯო, მარტყოფი, პატარა ჩაილული, გიორგიწმინდა, იორმუღანლო და სხვა მიმდებარე ტერიტორიები.

2. მომსახურების აღწერა და მოთხოვნები:

ავტოსატრანსპორტო მომსახურება უნდა მოიცავდეს:

** ბენეფიციარების შეკრებას წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე (ლოკაციების ჩამონათვალი მომწოდებელს გადაეცემა ყოველი თვის დაწყებამდე არანაკლებ 1 (ერთი) კვირით ადრე).
** ბენეფიციარების ტრანსპორტირებას შესაბამის სამუშაო ლოკაციაზე;
** ადგილზე ჯგუფის ლოდინს;
** სამუშაოების დასრულების შემდეგ ბენეფიციარების უკან დაბრუნებას.
** ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და ადაპტირებული გაზაფხულის პერიოდში მინდვრებსა და არათანაბარ გზებზე გადაადგილებისთვის.

დარბაზის დაქირავება და მოწყობა:

დარბაზი (ადგილმდებარეობის ჩამონათვალი მომწოდებელს გადაეცემა ყოველი თვის დაწყებამდე არანაკლებ 1 (ერთი) კვირით ადრე) უნდა იყოს გათვლილი არანაკლებ 25 მონაწილეზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

** მაგიდებითა (4 ცალი) და სკამებით (25 ცალი);
** პროექტორითა და პროექტორის ეკრანით;

3. მომსახურების შესრულების პერიოდი:

მომსახურების გაწევის პერიოდი განისაზღვრება:

2026 წლის მარტიდან - ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია უწყვეტი მომსახურება და სამუშაო პროცესის სრულ ციკლში მონაწილეობა.

4. ფასის წარმოდგენა:

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლოჯისტიკური მომსახურების ღირებულება ერთ სესიაზე, მოწოდების შესაბამისად. გადახდა განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მომდევნო თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.

5. წინადადების წარდგენის წესი და ვადები:

შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს: 2026 წლის 1 მარტისა.

წარდგენა შესაძლებელია:

info@agroservice.ge ან ფიზიკურად (დაბეჭდილ კონვერტში): 1 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია